საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების პრეზენტაცია გაიმართა

11 დეკემბერი 2015

2015 წელს, “ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა” (ABA ROLI) საქართველოს წარმომადგენლობამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით გამოსცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირველი კომენტარი.

  

ცნობილია, რომ 2010 წლის 10 ოქტომბერს ძალაში შევიდა საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. აღნიშნულმა კანონმა მანამდე არსებული ინკვიზიციური სისტემის ნაცვლად, შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის შემოღებით, დაამკვიდრა სამართლებრივი განვითარების ახალი ეპოქა საქართველოში.

   

კომენტარი მიზნად ისახავს სრულყოფილად გაანალიზოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. იქიდან გამომდინარე, რომ კანონი და მისი განმარტება შესაძალოა შეიცვალოს, კომენტარიც შესაძლოა დაექვემდებაროს გადასინჯვას. შესაბამისად, ABA ROLI-მ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდა მართლმსაჯულების ყველა რგოლი (სასამართლო, პროკურატურა და ადვოკატთა კორპუსი) და იურიდიული სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები. ამასთან, კომენტარის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ქართული იურიდიული საზოგადოება. კერძოდ, ნაშრომის ნაწილები იხილებოდა გაფართოებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში.

  

ABA ROLI იმედოვნებს, რომ წინამდებარე ნაშრომი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პრაქტიკოს იურისტებს, მოსამართელეებს, სხვა პროფესიონალებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სათანდო გამოყენებაში.

 


იხილეთ  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი